logo_geo
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 თებერვალი. 2020. 11:50

 

ირანული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

 

ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ამავდროულად, ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა ომანში.

 

ომანში ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ ქალებს დაუდასტურდათ. ქვეყანაში აცხადებენ, რომ ირანთან ავიამიმოსვლა შეწყდება.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ქუვეითსა და ბაჰრეინშიც.

 

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი