logo_geo
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ერთ დღეში $139 მილიარდით შემცირდა
- +

25 თებერვალი. 2020. 12:19

 

კორონავირუსის საფრთხის შედეგად მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა  ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარი დაკარგა.

 

გამოცემა „Bloomberg“-ის ცნობით, ეს ყველაზე დიდი შემცირებაა რეიტინგის არსებობის ისტორიაში.

 

ვირუსის პანდემიის საფრთხე საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდა.

 

გავრცელებული ცნობით, ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი ფრანგული  კომპანია „LVMH“-ის მფლობელმა ბერნარ არნომ და  „Amazon“-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა მიიღეს. თითოეულმა ერთ დღეში 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა.

 

ესპანური სავაჭრო ქსელის, „Zara“-ს მფლობელმა ამანსიო ორტეგამ ერთ დღეში $4 მილიარდი იზარალა, „Facebook“-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი - $3.48 მილიარდი.

 

24 თებერვალს მსოფლიოს ძირითადი საფონდო ინდექსები საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, S&P-ის ინდექსის კლებამ 3,5%  შეადგინა.

 

დაახლოებით ამდენივე იყო Dow Jones-ის ინდექსის კლებაც.

 

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი