იაპონიაში პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მცხოვრები ტიტეცუ ვატანაბე 112 წლის ასაკში, 23 თებერვალს გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კიოდოს სააგენტო, გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიტეცუ ვატანაბე ნიიგიტას პრეფექტურაში, მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა.
მას უხუცესი მამაკაცის ტიტული ორი კვირის წინ გადასცეს.
ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს გლეხის ოჯახში დაიბადა. 20 წლის ასაკში ტაივანში გადავიდა, სადაც იაპონიაში დაბრუნებამდე 18 წელი გაატარა.
აქამდე პლანეტის ყველაზე ხნიერ მამაკაცად მასაძო ნონაკა ითვლებოდა. ის ჰოკაიდოს კუნძულებიდან იყო. მასაძო 2019 წლის 20 იანვარს, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს იაპონიაში 80 წელს გადაცილებულთა რიცხვმა 10 მილიონს პირველად გადააჭარბა.