logo_geo
პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

25 თებერვალი. 2020. 12:44

 

 

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „sky news“ ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს სასამართლომ ვაინტაინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. ვაინშტაინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

67 წლის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორი ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარეობს.

 

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ ბრალდებები ათობით ქალმა გამოთქვა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და სალმა ჰაიეკმა. ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო კამპანიას „Me too“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი