logo_geo
ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

25 თებერვალი. 2020. 13:44

 

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 16 პაციენტი, რომელთაც „COVID-19“ დიაგნოზი დაუსვეს, სრულად გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა.

 

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები 13 თებერვლის შემდეგ არ აღურიცხავთ.

 

ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც ვიეტნამის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, სამი თვის გოგონაა, რომელსაც ვირუსი ბებიისგან გადაედო.

 

მკურნალობის დროს ჩვილთან ერთად იმყოფებოდა დედაც, რომელიც ბავშვს უვლიდა, თუმცა მას ვირუსი არ გადაეცა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთის გარდა, ყველა დაინფიცირებული პირი განიკურნა საფრანგეთშიც.

 

საფრანგეთში ვირუსი 12 პირს დაუდგინდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი უკვე საავადმყოფოებიდან გაწერეს.

 

 

big_banner
არქივი