logo_geo
ინდოეთში ყველაზე ხანდაზმული მამა გარდაიცვალა
- +

25 თებერვალი. 2020. 13:47

 

ინდოეთის მკვიდრი რამჯიტ რაგავი საავადმყოფოში 104 წლის ასაკში, ხანძრის დროს მიღებული ძლიერი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოხუცი კაცი საწოლში ეწეოდა, რა დროსაც ნიუ-დელის მახლობლად მისი  სახლი დაიწვა.

 

რაგავას დასახმარებლად მეზობელი მივიდა. მან დაზარალებული საავადმყოფოში წაიყვანა, მაგრამ ექიმებმა რაგავას გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

რამჯიტ რაგავი პრესაში ცნობილი მას შემდეგ გახდა  რაც, 94 და 96 წლის ასაკში ორი ვაჟი შეეძინა.

 

მისი მეუღლე პირველი შვილის დაბადების დროს დაახლოებით 60 წლის იყო.

 

კაცი არაოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამად იყო აღიარებული.

 

 

big_banner
არქივი