logo_geo
ანკარის აეროპორტში „Turkish Airlines“-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა
- +

25 თებერვალი. 2020. 15:49

 

„Turkish Airlines“-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს თეირანიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა, ანკარის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზვარს კორონავირუსის ნიშნები გამოუვლინდა.

 

ამჟამად თვითმფრინავი აეროპორტის ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

 

ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ექიმები მათ სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

big_banner
არქივი