logo_geo
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა
- +

25 თებერვალი. 2020. 16:01

 

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰონსი მუბარაქი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „ალ-იუმ ას-საბია“ ავრცელებს.

 

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის მანძილზე, 2011 წლის 11 თებერვლამდე მართავდა.

 

იგი მუჰამედ ალი ფაშას შემდეგ, ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივად მმართველია.

 

 

2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი  გადადგა. ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა.

 

2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაში იყო დადანაშაულებული.

 

თუმცა, მოგვიანებით 2017 წელს ის გაათავისუფლეს, რადგან მას ბრალდებების უმეტესობა მოეხსნა.

 

 

big_banner
არქივი