logo_geo
კობი ბრაიანტის ცოლი გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებს უჩივის
- +

25 თებერვალი. 2020. 16:02

 

 

„Hollywoodreporter“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კობი ბრაიანტის ცოლმა ვანესა ბრაიანტმა სარჩელი კომპანია „Sland Express Helicopters“ - ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეიტანა.

 

NBA-ის ვარსკვლავის ქვრივი, რომელმაც ავიაკატასტროფაში თინეიჯერი ქალიშვილიც დაკარგა. ამბობს, რომ 26 იანვრის ავიაკატასტროფაში კომპანია „Sland Express Helicopters“ და პილოტი არიან პასუხიმგებელნი.

 

სარჩელში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა ჩვეულებრივი სიფრთხილე არ გამოიჩინა, როდესაც ნისლიანი ამინდის პირობებში აფრინდა.

 

ვანესა ბრაიანტი აცხადებს, რომ ნისლისა და დაბალი ღრუბლების გამო ტურ-კომპანიებმა ვერტმფრენებს დაშვება მოსთხოვეს, თუმცა, პილოტმა ფრენის გასაგრძელებლად სპეციალური ნებართვა მოითხოვა.

 

იგი აცხადებს, რომ „Island Express“-ის სერტიფიკატი უკრძალავს მათ პილოტებს მსგავს პირობებში ფრენების განხორციელებას და აქამდე, ზობაიანს ავიაციის ფედერალური სამსახურისგან აღნიშნული წესის დარღვევისთვის გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

 

 

ცნობისთვის, 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი