logo_geo
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა.
- +

25 თებერვალი. 2020. 16:56

 

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩის  კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სწორედ ირაჯ ჰარირჩი მართავდა ბრიფინგებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაავადების პირველი შემთხვევები დადასტურდა.

 

ირაჯ ჰარირჩს კორონავირუსის ტესტი გუშინ, 24 თებერვალს ჩაუტარდა.

 

ჰარირჩის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დაავადებას ირანში კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

მინისტრის მოადგილე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

 

ცნობისთვის, ირანში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მსხვერპლის რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი