logo_geo
ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ამერიკელმა მამაკაცმა მილიონი მოიგო
- +

25 თებერვალი. 2020. 17:54

 

 

ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა კაცმა ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.

 

დენიელ შუმანის თქმით, მან ლატარიაში ბედი პირველად სცადა. საბოლოოდ, ცოლის საჩუქარმა მას მილიონი დოლარი მოუტანა.

 

აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ციფრი დაემთხვა. შოკში ვიყავით, რადგან ასეთ რამეს არც კი ველოდით“, - ამბობს შუმანი.

 

მან მოგებული თანხა უკვე აიღო, თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, რაში დახარჯავს ფულს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი