logo_geo
კობი ბრაიანტისა და მისი შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ატირებული ვარსკვლავები დააფიქსირეს
- +

25 თებერვალი. 2020. 18:48

 

გუშინ ლოს-ანჯელესში კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც როგორც კალათბურთელის თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები, ასევე ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

 

 

გადაჭედილ დარბაზში სიტყვით გამოვიდა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი, რომელმაც საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და კობი ბრაიანტი „პატარა ძმად“ მოიხსენია.

 

„როდესაც კობი ბრაიანტი გარდაიცვალა, ჩემი ნაწილიც მოკვდა.

 

თუმცა, დღეიდან გპირდები, ვიცხოვრებ იმ მოგონებებით, რომ პატარა ძმა მყავდა, რომელსაც ყველა შესაძლო გზით ვეხმარებოდი. გთხოვ, მშვიდად განისვენე, პატარა ძმაო“, - თქვა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

 

ფოტოგრაფებმა ასევე დააფიქსირეს ატირებული ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც ვანესა ბრაიანტის სიტყვით გამოსვლისას ემოცია ვერ დამალა.

 

ქმრისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ, კობი ბრაიანტის ცოლმა საჯაროდ პირველად ისაუბრა.

 

„ღმერთმა იცის, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ამ სამყაროში ერთმანეთის გარეშე.

მას უნდა წაეყვანა ის (ჯიანა ბრაიანტი) სამოთხეში“, - თქვა მან.

 

ამის შემდეგ ვანესა ბრაიანტმა ისაუბრა, როგორი ჭკვიანი, ლამაზი და კარგი ადამიანი იყო ჯიანა და რამდენის მიღწევა შეეძლო მას კალათბურთში.

 

„ვეღარასდროს ვნახავ ჩემს პატარას მოსიარულეს, ვეღარ იცეკვებს მამამისთან ერთად, ვეღარც ჩემთან ერთად და შვილებიც ვერ ეყოლება. ჯიანა გასაოცარი დედა იქნებოდა - ის ძალიან დედობრივი იყო პატარა ასაკიდანაც კი“, - თქვა მან.

 

ამის შემდეგ მან კობი ბრაიანტზე ისაუბრა და თავის ქმარს მისი „სულიერი მოკავშირე“ უწოდა.

 

„მსურს, ჩემმა გოგოებმა იცოდნენ და დაიმახსოვრონ, რამდენად საოცარი ადამიანი, ქმარი და მამა იყო ის.

 

ის იყო ადამიანი, რომელსაც სურდა, ესწავლებინა შემდეგი თაობებისთვის, როგორ უნდა იყო უკეთესი“, - თქვა მან.

 

ამის შემდეგ ვანესა ბრაიატნმა კობი ბრაიანტს მიმართა:

 

„პატარავ, შენ მიხედე ჩვენს ჯიჯის“.

 

 

შეგახსნებთ, რომ 26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი