logo_geo
ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერები პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ
- +

25 თებერვალი. 2020. 21:25

 

 

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერებები კომუნისტური პარტიის მსხვერპლად აღიარეს. აღნიშნულ პირები პენსიაზე დანამატის სახით 1 მარტიდან 56 ევროს, 1 მაისიდან 172, ხოლო 1 ივნისიდან 220 ევროს მიიღებენ.

 

ლატვიის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, ყოფილი პიონერები სსრკ-ს სახელმწიფო აპარატის მიერ პირადი ძალადობის ჩაგვრის ობიექტები იყვნენ, რომელთა რეაბილიტაციაზეც ზრუნვა სახელმწიფომ ფულადი პენსიის გაცემით დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

საპენსიო დანამატის მისაღებად, აუცილებელია პირმა წარადგინოს პიონერული ორგანიზაციაში მონაწილეობის მტკიცებულებები- ასეთად კი შეიძლება ჩაითვალოს შემონახული სამკერდე პიონერის ნიშნები, ბავშვობაში პიონერულ ყელსახვევსა თუ ჰალსტუხში გადაღებული ფოტოები და ჯილდოების დამადასტურებელი ნიშნები „აქტიური შრომისა და მუშაობისთვის“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი