logo_geo
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები დათბა
- +

27 თებერვალი. 2020. 01:59

 

 

ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული საკმაოდ დაძაბული იყო, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე დათბა. ამ ინფორმაციას მედისაშუალებები ავრცელებენ.

 

იაპონიის ახალგაზრდული განვითარების ასოციაციამ ჩინეთს ათიათასობით სახის ნიღაბი და თერმომეტრი გაუგზავნა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა მიწაზე ვართ, ჩვენ ყველა ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ", - ეწერა თითოეულ ყუთზე.

 

აღსანიშნავია, რომ პეკინსა და ტოკიოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული დავაა, რომელიც სენკაკუს კუნძულებს უკავშირდება. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, სენკაკუს კუნძულები აშშ-ის ჯარებმა დაიკავა, მოგვიანებით კი ტერიტორია იაპონიას გადასცეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი