logo_geo
ირანში პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

27 თებერვალი. 2020. 15:08

 

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

 

ამის შესახებ მისი ვიდეო ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს საიტებზეა გამოქვეყნებული.

 

„დიახ, ჩემი ტესტის პასუხები დადებითია და მე კორონავირუსი დამიდგინდა, არ ღირს აღელვება. ახლა კარანტინში ვიმყოფები. ღმერთმა ქნას, ჩვენმა ხალხმა კორონავირუსი დაამარცხოს“,  -აცხადებს ზულნური ვიდეომიმართვაში.

 

მოჯტაბა ზულნური ყუმის ოლქის დეპუტატია, სადაც ამჟამად კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ცნობსითვის, მანამდე კორონავირუსი ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩისა და პარლამენტარ მაჰმუდ სადეკის დაუდასტურდათ.

 

ბოლო ინფორმაციით ირანში კორონავირუსით 139 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 19.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი