logo_geo
ალპური სოფლის მცხოვრებლებს 10 წლით გაასახლებენ
- +

27 თებერვალი. 2020. 15:39

 

შვეიცარიის ალპების სოფელ მითხოლცის მცხოვრებლებს მინიმუმ 10 წლით გაასახლებენ, სანამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელ სამხედო მასალების საწყობის ლიკვიდირება არ მოხდება. ინფორმაციას Swissinfo ავრცელებს.

 

საწყობში დაახლოებით 3,5 ათასი ტონა ტყვია-წამალი და რამდენიმე ასეული ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება.

 

1947 წელს ამ ადგილას ტრაგედია მოხდა - არსენალის ნახევარი აფეთქდა და 9 ადამიანი დაიღუპა. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროში შიშობენ, რომ შეიძლება კვლავ მოხდეს მსგავსი ინციდენტი. საწყობის იატაკმა დაიწია, საბრძოლო მასალის ნაწილი კი ჩამოყრილი ქვებით არის დაფარული.

 

საბრძოლო მასალის უტილიზაცია და საწყობის ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, 1 მლრდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი დაჯდება.

 

სოფლის 170 მცხოვრებს უკვე შესთავაზეს 10 წლით სხვაგან გადასახლდნენ ან კომპენსაცია მიიღონ საცხოვრებლის სამუდამოდ შეცვლის გამო. კონსულტაციები აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი