logo_geo
მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობის რამდენიმე წევრი კარანტინში მოათავსეს
- +

28 თებერვალი. 2020. 12:56

 

 

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში 14 დღით იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბატულგა პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ეწვია. მედიის ცნობით, მაღალჩინოსნები კარანტინში ჩინეთიდან სამშობლოში ჩასვლისთანავე მოათავსეს.

 

 

big_banner
არქივი