logo_geo
როგორ ცხოვრობს კორონავირუსის გამო დაკეტილი „წითელი ზონა“ იტალიაში
- +

28 თებერვალი. 2020. 17:49

 

28 თებერვლის დილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალია მესამე ადგილზეა (655 ადამიანი) ჩამორჩება რა მხოლოდ ჩინეთს (78 824) და სამხრეთ კორეას (2022). ერთი კვირის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსს ემსხვერპლა 17 ადამიანი, 45 კი გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ქვეყნის ჩრდილოეთში - ლომბარდიაში (400-ზე მეტი) და ვენეტოში (100-ზე მეტი).

 

კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიაში შექმნა ე.წ. წითელი ზონა, სადაც კარანტინი გამოაცხადა.

 

„წითელ ზონაში“ მოქცეულია 10 ქალაქი, სადაც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კარანტინია გამოცხადებული ვენეტოს ერთ ქალაქშიც.

 

მცხოვრებლებს აკრძალული აქვთ „წითელი ზონის“ დატოვება. ტერიტორიას პოლიცია და სამხედრო ძალები იცავენ. კარანტინის დარღვევისთვის მოქალაქეებს ჯარიმა და პატიმრობაც კი ემუქრებათ.

 

დაკეტილი ტერიტორიის გარშემო 35 საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს. ყველა სკოლა, ასევე ბევრი სახელმწიფო დაწესებულება, მაღაზიები და რესტორნები დაკეტილია. მუშაობას მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები აგრძელებენ, თუმცა ახლა ისინი პრაქტიკულად ცარიელებია. პერსონალისთვის აუცილებელია ნიღბები და ერთჯერადი ხელთათმანები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი