logo_geo
ჰონგ-კონგში ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა გამოუვლინდა
- +

28 თებერვალი. 2020. 20:03

 

 

ჰონგ-კონგში კორონავირუსის მქონე პაციენტის ძაღლს ვირუსის „მსუბუქი ფორმა“ აღმოუჩინეს. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

 

 

გამოცემის ცნობით, ძაღლს „მსუბუქი პოზიტიური შედეგი“ აქვს. ამის შესახებ ქალაქის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აცხადებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ოფიციალური ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

 

 

ძაღლი ყოველი შემთხვევისთვის გადაყვანილია ცხოველთა თავშესაფრის კარანტინში, სადაც არ არიან სხვა ცხოველები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი