logo_geo
ვატიკანი უარყოფს ინფორმაციას რომის პაპის თანაშემწეების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ
- +

1 მარტი. 2020. 11:46

 

 

ინფორმაცია რომის პაპის ფრანცისკეს უახლოესი გარემოცვის წევრების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

გუშინ MCM News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის პაპის ორი თანაშემწე კორონავირუსით ინფიცირებულები არიან, თვითონ პაპი კი კარანტინშია გადაყვანილი.

 

შაბათ დილით ცნობილი გახდა, რომ რომის პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა ყველა ოფიციალური მიღება. წმინდა საყდრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მატეო ბრუნის განცხადებით, მიუხედავად ამისა, 83 წლის პონტიფიკმა დილის მესა აღავლინა და განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს.

 

 

big_banner
არქივი