logo_geo
უცხოური მედია – „სომხურ ჯარში კორონავირუსი ვრცელდება“
- +

5 მარტი. 2020. 16:55

 

 

„გუშინდელი დღიდან დაწყებული სომხურ ჯარში ვრცელდება კორონავირუსი“, – ამის შესახებ უცხოური მედია იმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც მუშაობს სომხურ-აზერბაიჯანული ჯარების შეტაკების წერტილში.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით, სომხური მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავს.

 

„სომხეთის შეარაღებულ ძალებში, წინა ხაზის დანაყოფებში მასობრივად ვრცელდება დაავადება. ვფიქრობდი, რაღაც ინფექციური დაავადებაა. მაგრამ გუშინ, დაახლოებით 9:00-დან 13:00 საათამდე, ვიმყოფებოდი დანაყოფებში წინა ხაზზე, რომლებიც მდებარეობს აგდამისა და ტერტერის რაიონებს შორის. დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მარტო ამ დროის განმავლობაში აგდამიდან ორმა სამხედრო სასწრაფო მანქანამ 14-ჯერ, ხოლო ტერტერიდან სამმა სამხედრო სამედიცინო მანქანამ – 9-ჯერ სასწრაფოდ წაიყვანეს ჯარისკაცები“.

 

წყარომ აღნიშნა, რომ სომეხი ჯარისკაცები გადაიყვანეს აგდერისა და ხანკენდის ჰოსპიტლებში.

 

„ინფორმაციის თანახმად, დაავადებული სომეხი ჯარისკაცები აგდერსა და ხანკენდიში მდებარე ჰოსპიტლებში გადაიყვანეს. დაავადებული ჯარისკაცების ძირითადი სიმპტომებია სისუსტე და მაღალი ტემპერატურა. ჩემს დაკვირვებებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ სომხურ ჯარში კორონავირუსია გავრცელებული, თუმცა მთავრობა ჯერ მალავს თავის დანაკარგებს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი