logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით 3 385 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 55 600-ს შეადგენს
- +

6 მარტი. 2020. 11:45

 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 148 ადამიანია დაღუპული, ირანში -108, სამხრეთ კორეაში - 40, აშშ-ში - 12, საფრანგეთში კი 7.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი