logo_geo
ტუალეტის ქაღალდების დეფიციტის გამო ავსტრალიურმა გამოცემამ გაზეთს 8 ცარიელი გვერდი ჩაამატა
- +

8 მარტი. 2020. 21:24

 

 

 

ავსტრალიაში ტუალეტის ქაღალდების დეფიციტია, მაღაზიებში ერთ მომხმარებელს მხოლოდ 4 რულონის ყიდვა შეუძლია, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კი კამპანია #ToiletPaperApocalypse წამოიწყეს.

 

 

გაზეთ Northern Territory News-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ახალი ნომერს 8 ცარიელი გვერდი ჩაამატოს. გაზეთის მთავარი რედაქტორის, მეტ უილიამსის განცხადებით, ამის გამო გაზეთი ძალიან კარგად იყიდება.

 

 

„მსოფლიოში ჩვენ გვიცნობენ როგორც გამოცემას, რომელმაც თავისი მკითხველების გასაჭირი იცის. ადგილობრივებს ახლა ძალიან სჭირდებათ ტუალეტის ქაღალდი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მივცეთ მათ ის, რაც ახლა სჭირდებათ“, - აცხადებს უილიამსი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი