logo_geo
პარიზის ლუვრში ვიზიტორების მიღება განახლდა
- +

8 მარტი. 2020. 23:14

 

 

პარიზის ლუვრი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. Imedinews-ის ინფორმაციით, ლუვრმა მუშაობა დღეს განაახლა.

 

 

მუზეუმის შესასვლელში გამოკრული განცხადების თანახმად, ადმინისტრაცია დამთვალირებლებს მოუწოდებს ლუვრის დათვალიერება გადადონ, თუ თავს კარგად არ გრძნობენ, სიცხე აღენიშნებათ, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ან იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია ფართოდ გავრცელებული.

 

 

კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში ადმინისტრაცია დამთვალირებლებლებს სთხოვს დარჩნენ სახლში და დარეკონ ნომერზე 15. ლუვრში შესვლის შემთხვევაში რეკომენდაციებში ცემინების ან ხველების დროს პირზე და ცხვირზე ქსოვილის ან მკლავის აფარება (აკრძალულია ხელის აფარება) ადმინისტრაცია მოუწოდებს დამთვალიერებლებს დისტანციაზე იყვნენ მუზეუმის თანამშრომლებთან, სხვა ვიზიტორებთან (ლუვრში, რესტორანში, სუვენირების მაღაზიაში) და ხშირად დაიბანონ ხელი.

 

 

1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პარიზის ლუვრი გაურკვეველი დროით დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ მუზეუმის Facebook-ზეგავრცელდა.

 

 

როგორც საფრანგეთის მუზეუმის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ანდრე საკრისტენმა გამოცემა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, ლუვრის თანამშრომლებისთვის ვირუსით დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია, რადგან მუზეუმში მნახველები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

 

მანამდე საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში დახურულ სივრცეში 5 ათას ადამიანზე მეტი ადამიანის მონაწილეობით საჯარო ღონისძიების ჩატარება აკრძალა.

 

 

საფრანგეთში კორონავირუსით დაავადების 577 შემთხვევაა გამოვლინდა და 9 ადამიანი დაიღუპა.

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 100.000 მიაღწია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი