logo_geo
ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს
- +

9 მარტი. 2020. 18:37

 

 

ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს. ქვეყნის სასამართლო სისტემის უფროსის, იბრაჰიმ რაისის თქმით, პატიმრების დროებითი გათავისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოხდა.

 

ირანელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა დაუბრუნდნენ აღნიშნული პირები ციხეებს.

 

ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, ირანული ახალი წლის პერიოდში, რომელიც 20 მარტსაა, თავი შეიკავონ მოგზაურობებისგან და სახლში დარჩნენ.

 

ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ირანში სულ კორონავირუსის 7 161 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 235-ს გადააჭარბა.

 

 

big_banner
არქივი