logo_geo
კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი – რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?
- +

10 მარტი. 2020. 00:45

 

 

მსოფ­ლი­ოს 109 ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა სინ­გა­პურს აქვს, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სით 150 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 90 გა­მო­ჯან­მრთელ­და და არც ერთი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

 

 

 

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ვირუს­თან ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლას, იმ ფონ­ზე, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვაა.

 

 

 

თუ მო­ძებ­ნით სტა­ტი­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე, რო­მელ­საც სინ­გა­პურ­ში იყე­ნე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს იპო­ვით. იქაც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც სხვა ქვეყ­ნებ­ში.

 

 

 

სინ­გა­პუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბით ბრძო­ლის სა­ი­დუმ­ლო, და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნაა (რო­გორც ცნო­ბი­ლია, თუკი კო­რო­ნა­ვირუსს ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ვავ­ლენთ, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია).

 

 

 

გა­მო­ცე­მა businessinsider.com წერს, რომ სინ­გა­პურ­ში, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე ეჭვი გა­უჩ­ნდე­ბათ, ადა­მი­ანს სპე­ცი­ა­ლურ კი­თხვარს ავ­სე­ბი­ნე­ბენ, რო­მე­ლიც უამ­რავ შე­კი­თხვას მო­ი­ცავს, მათ შო­რის, კი­თხვებს იმის შე­სა­ხებ, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ვის შეხ­ვდა კი­თხვა­რის შევ­სე­ბამ­დე.

 

 

 

ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტყუ­ილს იტყვი­ან, ან 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ, ან 10 000 დო­ლა­რის გა­დახ­და ეკის­რე­ბათ.

 

 

 

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი­სა და მათი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ­ლე­ბიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

 

 

 

 

ეს ჯგუ­ფე­ბი შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ო­ბენ და სწავ­ლო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს, რათა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ კონ­ტაქ­ტე­ბი და ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე“, – ამ­ბობს „ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ­თან“ სა­უბ­რი­სას სინ­გა­პუ­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

 

 

 

ჯგუ­ფე­ბი იკ­ვლე­ვენ, არა მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტებს, არა­მედ ყვე­ლა ნივთს, რო­მელ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ან პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­ე­ხო.

ქუ­ჩებ­ში, აე­რო­პორ­ტებ­ში და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ამოწ­მე­ბენ, თუ ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ამა თუ იმ ინ­ფი­ცი­რე­ბულს, ან პო­ტენ­ცი­ურ ინ­ფი­ცი­რე­ბულს და ყვე­ლას სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში ათავ­სე­ბენ. უბ­რა­ლოდ გვერ­დით გამ­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნიც კი კა­რან­ტინ­ში მიჰ­ყავთ.

 

 

 

 

ადა­მი­ა­ნებს ასეთ კი­თხვებ­ზე უწევთ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა: რა გა­ა­კე­თე? სად იყა­ვი? ვის შეხ­ვდი?“ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ვსწავ­ლობთ. ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა რე­სურსს, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ა­საც. ყველ­გან, სა­დაც მივ­დი­ვართ ჩვენ ვტო­ვებთ ციფ­რულ ხელ­მო­წე­რას, ვი­ყე­ნებთ ციფ­რულ სა­კე­ტებს, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს, შე­სა­ბა­მი­სად ყველ­გა­ნაა ჩვე­ნი ციფ­რუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვიკ­ვლევთ და ვად­გენთ, სად იმ­ყო­ფე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ვერ მოგ­ვა­ტყუ­ებს და თუ და­ი­მა­ლე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვად­გენთ, თუ სად წა­ვი­და“, – ამ­ბობს სინ­გა­პუ­რე­ლი ექი­მი, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ლე­ონგ ჰო ნამი.

 

 

 

 

სინ­გა­პურ­ში უკვე არის პრე­ცე­დენ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტყუ­ი­ლის თქმის და ამის გამო და­კა­ვე­ბის. ტყუ­ილ­ში გა­მო­ი­ჭი­რეს ჩი­ნე­ლი წყვი­ლი, რომ­ლებ­მაც არ გა­ამ­ხი­ლეს, თუ სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე. კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში მო­უ­წევთ ყოფ­ნა, ან 10 ათას დო­ლარს გა­და­იხ­დი­ან.

 

 

 

ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­დი­კო­სებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნონ და სწო­რედ ამას უკავ­ში­რე­ბენ იმ ფაქტს, რომ ქვე­ყა­ნა­ში 150 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან, უკვე 90 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და არც ერთი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

 

 

 

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ისი­ნი ნაკ­ლებ მსხვერ­პლს ელო­დე­ბი­ან, რად­გა­ნაც პრო­აქ­ტი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ.

 

 

 

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ად­ჰა­ნო­მი ამ­ბობს, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მაც მსგავ­სი სტრა­ტე­გი­ით უნდა იმოქ­მე­დონ, რად­გა­ნაც ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

 

 

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 17 წლის წინ, რო­დე­საც სინ­გა­პურ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა სა­ხე­ო­ბა, Sars-ი გავ­რცელ­და, მას 33 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. იმ პე­რი­ოდ­ში იზო­ლი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ელექტრო­ნულ სა­მა­ჯუ­რებს უკე­თებ­დნენ, რათა მათი სახ­ლი­დან გას­ვლა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ. რო­გორც ჩანს, სინ­გა­პურ­მა წინა გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ბევ­რი ის­წავ­ლა და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვირუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი