logo_geo
კორონავირუსის გამო უდიდესი ქალაქები დაცარიელდნენ
- +

12 მარტი. 2020. 19:31

 

 

ვენეცია ქალაქ-მოჩვენებად იქცა, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ტარდება, მუსლიმანთა წმინდა ქალაქ მექაში მომლოცველთა ნაკადი შეწყდა. და ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების შიშმა გამოიწვია.

 

იტალიაში კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული. გაუქმნდა ყველა მასობრივი ღონისძიება და სპორტული მატჩი, დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. მთავრობა ხალხს მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან.

 

საუდის არაბეთის მთავრობამ პირველად 40 წლის განმავლობაში მომლოცველებისთვის დახურა ქააბა მექაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ისლამის ყველაზე დიდი სიწმინდე.

 

   

 

 

 


 


 


 


 



 

 

big_banner
არქივი