logo_geo
ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა
- +

13 მარტი. 2020. 14:27

 

 

ბულგარეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. საგანგებო მდგომარეობა 13 მარტიდან 13 აპრილამდე იმოქმედებს. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააწესოს სამოგზაურო შეზღუდვები, დახუროს სკოლები და უნივერსიტეტები. უფლებამოსილება ეზრდება პოლიციასაც.

 

ბულგარეთის მთავრობა ასევე გეგმავს, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხებიც მიმართოს.

 

ცნობისთვის, ბულგარეთში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი