logo_geo
ჩინელი ექიმების ჯგუფი იტალიაში გუშინ საღამოს ჩავიდა
- +

13 მარტი. 2020. 15:51

 

 

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორონავირუსის პიკმა ჩაიარა, მათ გამოთქვეს სურვილი, ვირუსთან ბრძოლის მეთოდები მსოფლიოს გაუზიარონ.  ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფუნმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი უფრო ფართოდ არის გავრცელებული.

 

გუშინ საღამოს იტალიაში ჩავიდა ჩინელ ექიმთა 9-კაციანი ჯგუფი. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. აქვე ნათქვამია, რომ მათ იტალიაში წაიღეს საჭირო ინვენტარი, სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობები. განმარტებულია, რომ ჩინეთი დახმარებას გაუწევს იტალიას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი