logo_geo
ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

13 მარტი. 2020. 19:46

ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გააკეთა.

 

ქალაქში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 95-მდე გაიზარდა.

 

მერმა მხარი დაუჭირა ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც შტატში 500-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

big_banner
არქივი