logo_geo
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საბერძნეთი ზღვისპირა და სამთო-სათხილამურო კურორტებს დახურავს
- +

15 მარტი. 2020. 03:20

 

 

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით, საბერძნეთი ზღვისპირა და სამთო-სათხილამურო კურორტებს დახურავს. ამის შესახებ განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა გასცა. ამასთან, ქვეყანა 29 მარტამდე აჩერებს ავიამიმოსვლას იტალიასთან.

 

 

საბერძნეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 228-ს შეადგენს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

big_banner
არქივი