logo_geo
იტალიაში კორონავირუსით უკვე 21 156 ადამიანია დაინფიცირებული
- +

15 მარტი. 2020. 11:09

 

 

იტალიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 21 156 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1966 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1441 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

 

დაახლოებით 7,8 ათასი ინფიცირებული მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს, რადგან მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ.

 

სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანჟელო ბარელის განცხადებით, დღეს გაიმართება მინისტრთა საბჭოს სხდომა, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო ეკონომიკურ ზომებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

 

big_banner
არქივი