logo_geo
კორონავირუსის გამო ვატიკანში სააღდგომო რიტუალები ხალხის გარეშე ჩატარდება
- +

15 მარტი. 2020. 12:25

 

 

კორონავირუსის გამო, საზოგადოება ვერ შეძლებს ვატიკანის სააღდგომო მესას და კვირის ღონისძიებებს დაესწროს, - ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

წმინდა კვირის ღონისძიებები მოიცავს ხუთშაბათს ტრადიციულად ფეხთბანვის რიტუალს, კოლიზეუმში პარასკევის „ჯვრის გზას“ და აღდგომის კვირის მესას.

 

რომის პაპმა ლოცვების ონლაინ რეჟიმში ჩატარება 12 აპრილამდე გაახანგრძლივა.

 

ცნობისთვის, ვატიკანმა მიმდინარე კვირაში ასევე დახურა ტურისტებისთვის წმინდა პეტრეს მოედანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა. ასევე აპრილამდე დაიკეტა მუზეუმები.

 

ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა არის დადასტურებული..

 

 

big_banner
არქივი