logo_geo
ევროკავშირი საზღვრებს კეტავს
- +

17 მარტი. 2020. 18:35

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო დღეიდან ევროკომისიამ აკრძალა გადაადგილება შენგენის ზონაში. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე დაკეტა თავისი საზღვრები. ასევე იკეტება ევროკავშირის საგარეო საზღვრები.

 

BBC-ის ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ მედპერსონალზე, სამშობლოში დაბრუნების მსურველ ევროპელებზე, მათ ოჯახებზე, დიპლომატებსა და სატვირთო გადაზიდვებზე.

 

„რაც ნაკლები იქნება გადაადგილება, მით მეტი იქნება ვირუსის შეჩერების შანსი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

  

 

big_banner
არქივი