logo_geo
„ჩვენ არასდროს დავნებდებით!“ – მუსიკალური კარანტინი იტალიურად
- +

17 მარტი. 2020. 19:54

 

 

კარანტინში მყოფი იტალიელების ვიდეოებმა, რომლებზეც ასახულია, თუ რომლებიც მღერიან ისინი ქალაქის ცარიელ ქუჩებში საკუთარი სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 

 

1news.az-ის ცნობით, გაზეთ Il Foglio-ს თანამშრომელმა, დევიდ ალეგრანტიმ სოციალურ ქსელში გააზიარა ადგილობრივების მიერ შესრულებული იტალიური ხალხური სიმღერა და დაწერა: „ეს ვიდეო სულისშემძვრელია. როდესაც ეს პირველად ვნახე, ავტირდი“.

 

 

მის გაზიარებულ ვიდეოს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

„როდესაც სიენაში მოსაღამოვდება, მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ბინებში არიან ჩაკეტილი, ერთად მღერიან, თითქოს, ქუჩაში არიან. ეს ძალიან ამაღელვებელია გულღია იტალიელებისთვის“,- წერენ კომენტარებში.

 

 

საინფორმაციო სააგენტო HuffPost-მა გაავრცელა ნეაპოლელების ვიდეო, სადაც მოქალაქეები, ასევე, სახლების აივნებიდან მღერიან.

 

 

საცხობი „სორენტო“ კი, რომელიც ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს, ყოველი დღის ბოლოს დარჩენილ საქონელს უფასოდ ურიგებს ადგილობრივებს, რათა ეს კეთილშობილური მუხტი შეინარჩუნოს.

 

 

„ჩვენ ვცდილობთ, ვინმე მაინც გავამხნევოთ კარანტინის დროს. შესაძლოა ჩვენ ამ იზოლაციის დროს სულ ცოტა სიტკბო ვაჩუქოთ მოხუცს ან პატარა ბავშვს.

 

 

ეს არ არის გმირული ჟესტი, ჩვენ არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პოზიტიურ ჟესტად შეფასდა. ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ,“- აცხადებს საცხობის მფლობელის, პასკუალ რუსოს ქალიშვილი, ტერეზა ტიტი.

 

 

big_banner
არქივი