logo_geo
ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვარი სრულად ჩაკეტა
- +

19 მარტი. 2020. 01:14

 

 

კორონა ვირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვარი სრულად ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

აქამდე ისრაელში უცხოელებს იმ შემთხვევაში უშვებდნენ ქვეყანაში, თუ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიდნენ.

 

„დაწყებული დღეიდან ყველა უცხოელს ისრაელში შემოსვლა აეკრძალება თუნდაც კარანტინის გავლაზე თანახმა იყვნენ“, - განაცხადეს ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი