logo_geo
ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონა ვირუსით დაინფიცირდა
- +

20 მარტი. 2020. 20:00

 

 

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონა ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, ქორწილი, რომლის 35 სტუმარი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მარტის დასაწყისში შედგა.

 

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ურუგვაიში, სადაც ქორწილში მყოფი 44 სტუმარი ევროპიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქისგან დაინფიცირდა.

 

დიდი ბრიტანეთში, ინგლისის ეკლესიამ მოუწოდა მოქალაქეებს, ქორწილის სტუმრების საერთო რაოდენობა ხუთ ადამიანამდე შეზღუდონ. ესენია: მღვდელი, სიძე, პატარძალი და ორი მეჯვარე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი