logo_geo
კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის პრეპარატს საუდის არაბეთშიც იყენებენ
- +

21 მარტი. 2020. 02:47

 

 

საუდის არაბეთში, ექიმებმა კორონა ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ მალარიის სამკურნალო მედიკამენტების გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა ტაუფიკ არ-რაბიამ პარასკევს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

 

„აღსანიშნავია, რომ მალარიით მკურნალობა ხელს უწყობს კორონა ვირუსული დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ სამედიცინო პროტოკოლის გამოყენება მათთვის, ვინც შესაფერისია ამ სახის მკურნალობისთვის“, – აღნიშნა სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

მისი თქმით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაამარცხებენ კორონა ვირუსს.

 

 

საუდის არაბეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონა ვირუსით ინფიცირების რაოდენობა ბოლო დღეებში საგრძნობლად გაიზარდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი