logo_geo
იტალიის პატარა ქალაქში კორონავირუსი შეაჩერეს – როგორ მოახერხეს მათ ეს?
- +

21 მარტი. 2020. 17:20

 

 

სწორედ იტალიის პატარა ქალაქ ვო ეუგაენეოში დაფიქსირდა 22 თებერვალს კორონავირუსის მიერ გამოწვეული გარდაცვალების პირველი ფაქტი.

 

ეს პატარა ქალაქი გახდა ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი, სადაც მაშინვე დაიწყეს COVID-19-ზე  მასობრივი ტესტირება. ქალაქის ყველა მოსახლეს, მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, ტესტი ჩაუტარეს. ისინი, ვისაც დიაგნოზი დაუდასტურდა და ისინიც, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში მოათავსეს.

 

აღნიშნული პროცედურა ორი კვირის შემდეგ განმეორებით ჩაატარეს. შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი 90%-ით შემცირდა.

 

პროფესორ ანდრეა კრესანტის თქმით, ტესტირებამ ვირუსი გამოკვლეულთა 3%-ს დაუდასტურა. მათ შორის, 10 ადამიანი იყო ვირუსის მატარებელი, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. შესაბამისად, ყველა მათგანი იზოლაციაში მოათავსეს.

 

განმეორებითმა კვლევამ უსიმპტომო დაინფიცირებულების რაოდენობა 6-მდე შეამცირა.

 

„ისინი რომ არ აღმოგვეჩინა, ინფექცია გავრცელებას განაგრძობდა“, – განაცხადა ანდრეა კრესანტიმ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში.

 

ქვეყნის ყველა მოქალაქის ტესტირება შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ აუცილებელია მათი გამოკვლევა, ვისაც არ აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულთან. ისინი ამ პრაქტიკის გავრცელებას მთელ რეგიონში გეგმავენ, სადაც დღეში 11 ათასი ანალიზის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი