logo_geo
ესპანეთი: 1326 გარდაცვლილი და 25 ათასამდე დაინფიცირებული
- +

22 მარტი. 2020. 02:11

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ესპანეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 ათასამდე გაიზარდა. დაავადება ამ დროისთვის 24,926 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფიცირების 5 000-მდე შემთხვევა ახალია.

 

ესპანეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში 324-ით გაიზარდა, ჯამში კი დაღუპულია 1326 ადამიანი.

 

ლეტალური შემთხვევის ყველაზე მეტი ფაქტი მადრიდშია. აქ 804 პირია გარდაცვლილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი