logo_geo
რომის ქუჩები ასეთი არასოდეს ყოფილა
- +

22 მარტი. 2020. 13:35

 

 

 

ყოველთვის ხალხმრავალი რომის ქუჩები კარანტინის გამო ახლა სულ ცარიელია. ასეთი რამ ქალაქის არსებობის განმავლობაში, ალბათ, არასოდეს მომხდარა.

 

იტალიის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა კარანტინის წესები და მინიმუმ 5 დღით დახურა ყველა პარკი და სათამაშო მოედანი.

 

იტალია ახლა პანდემიის ეპიცენტრია. 22 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია დაახლოებით 53,6 ათასი ადამიანი, 4,8 ათასზე მეტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემებით, იტალიამ გაუსწრო ჩინეთს, სადაც კორონავირუსით გარდაიცვალა დაახლოებით 3,3 ათასი ადამიანი. 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი