logo_geo
მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა
- +

22 მარტი. 2020. 14:04

 

 

მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა და 307 277 შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, კორონა ვირუსს დღემდე 13 048 ადამიანი ესმხვერპლა, ხოლო განკურნებულთა რიცხვმა 92 372-ს მიაღწია.

 

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ეტაპზე იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონა ვირუსმა უკვე 4825 ადამიანი იმსხვერპლა. იტალიას მოჰყვება ჩინეთი (3265), ირანი (1556) და ესპანეთი (1381).

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი