logo_geo
ისრაელის პრეზიდენტი ონლაინ რეჟიმში ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს, რათა კარანტინში მყოფმა მშობლებმა დაისვენონ
- +

23 მარტი. 2020. 19:56

 

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა, რომელსაც ქვეყანაში ეროვნულ ბაბუას უწოდებენ, კარანტინში მყოფ მშობლებს დასვენება შესთავაზა იმით, რომ მათი ბავშვებისთვის ონლაინ რეჟიმში ზღაპრების კითხვა დაიწყო.

 

 

"ვიცი, რომ ეს რთული დროებაა და მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან გვიყვარს ერთად შინ ყოფნა, ბავშვები სულ სახლში, ეს მაინც დიდი გამოწვევაა. გთავაზობთ, შემომიერთდეთ და ჩემთან ერთად გაატაროთ დრო. მე წაგიკითხავთ შესანიშნავ, ბრძნულ წიგნს. იყავით ჩემთან ერთად მთელი ოჯახი, ან უბრალოდ მხოლოდ ბავშვები”, – რუვენ რივლინი, ისრაელის პრეზიდენტი.

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელში შვიდდღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლებამ ქვეყანაში სრული კარანტინი გამოაცხადა და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა, აგრეთვე აკრძალულია ერთ ადგილას 10-ზე მეტი ადამიანის თავმოყრა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი