logo_geo
საბერძნეთში კარანტინის დროს ღვთისმსახურების ჩატარებისთვის მიტროპოლიტი დააკავეს
- +

23 მარტი. 2020. 20:30

 

 

საბერძნეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

დაკავების მიზეზი კარანტინის პირობებში საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევა გახდა.

 

გამოცემა  News Beast-ის ცნობით, 20 მარტს მიტროპოლიტმა, კუნძულ კიტირაზე, ქალაქ ხორაში არსებულ ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. მეუფის საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი