logo_geo
ევროპარლამენტის თანამშრომელი კორონა ვირუსით გარდაიცვალა
- +

24 მარტი. 2020. 00:18

 

 

ევროპარლამენტის სპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Covid-19 - ით გარდაცვლილთა შორის არის საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი კონტრაქტორი.

 

41 წლის კაცი ევროპარლამენტში ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა. 3 მარტს კორონავირუსის გამო ევროპარლამენტმა 130 ღონისძიება გააუქმა, სადაც 7000-მდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.

 

ევროპარლამენტმა გაუქმა კონფერენციები, გამოფენები და ვიზიტორების შენობაში შესვლა დროებით შეაჩერა. კორონავირუსის გამო სასესიო კვირას დაგეგმილო პლენარული სხდომა სტრასბურგიდან ბრიუსელში გადაიტანა.

 

ბელგიაში 4 დღის ნაცვლად პარლამენტარები მხოლოდ ერთხელ შეიკრიბნენ. იტალიაში გატარებული უქმეების გამო ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბრიუსელში თვითიზოლაციაშია.

 

გასულ კვირას ევროპარლამენტმა 26 მარტს საგანგებო სხდომის ჩატარების გადაწვეტილება მიიღო.

 

„ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც მარშალის გეგმის მსგავსი იქნება. ჩვენ უნდა დავიცვათ მოსახლეობა, სამუშაო ადგილები, ბიზნესი. ორგანიზაცია ვირუსთან არავის დატოვებს მარტო”, - განაცხადა სახლიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი