logo_geo
ლეო და ცელქი ჩირო - როგორ ინარჩუნებს ფორმას მესი სახლში
- +

24 მარტი. 2020. 10:56

 

კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. ფეხბურთელები სახლებში იმყოფებიან და ფიზმომზადების მწვრთნელებისგან ინსტრუქციებს ადგილზევე იღებენ.

 

ბოლო დღეებში ბევრმა სპორტსმენმა გამოაქვეყნა ვიდეო თუ ფოტომასალა, სადაც ვხედავთ, როგორ ვარჯიშობენ ისინი სახლში.

 

გამონაკლისი არც ლეო მესი გახლავთ. „Otro“-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს არგენტინელი საკუთარ სპორტდარბაზში. იქვე მამასთან ერთად იმყოფება პატარა ჩირო (მე-3 შვილი).

„ლა ლიგაში“ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ და ჩემპიონატის მაისის შუა რიცხვებში განახლებას გეგმავენ. შეხვედრებს კი ყოველ მეორე დღეს გამართავენ, რათა ყველაფრის დასრულება ივნისის ბოლოს იყოს შესაძლებელი.

 

ამ ინფორმაციას „Cadena Cope“ ავრცელებს და წერს, რომ ხსენებული ინიციატივის მთავარი მომხრე „ლა ლიგის“ პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გახლავთ.

 

ამ მომენტისთვის რთული სათქმელია, რა და როგორ მოხდება. კორონავირუსის გავრცელების მხრივ ესპანეთი მოწინავე ქვეყნებს შორის იმყოფება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი