კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიო შეიცვალა. სიტუაცია დღითი დღე მწვავდება. განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც ამ დროისთვის ინფიცირებულია უკვე 46 ათასზე მეტი ადამიანი. ამის გამო ყველა შტატში დაიკეტა ბევრი მაღაზია, კაფე თუ სპორტ-დარბაზი, ხალხი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, მოსახლეობის მესამედი კი კარანტინშია მოქცეული.
ხალხი სახლებიდან აღარ გამოდის, ამიტომ აშშ-ის უდიდესი ქალაქებშიც კი ქუჩები ცარიელია. „Washington Post“ და „The Boston Globe“ წარმოგიდგენთ დრონით გადაღებულ ლოს-ანჟელესისა და ბოსტონის დრონით გადაღებულ ფოტოებს.