ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 14 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 495 შემთხვევაა დადასტურებული.
COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 28 შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში, 5 - სანკტ-პეტერბურგში. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია თათარსტანსა და ჩეჩნეთშიც.