logo_geo
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 მარტი. 2020. 17:07

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 14 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 495 შემთხვევაა დადასტურებული.

 

COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 28 შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში, 5 - სანკტ-პეტერბურგში. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია თათარსტანსა და ჩეჩნეთშიც. 

 

 

big_banner
არქივი