logo_geo
ჰილარი კლინტონი ტრამპზე: ნუ მოუსმენთ იმ ადამიანის სამედიცინო რჩევებს, ვინც მზის დაბნელებას სათვალის გარეშე უყურებდა
- +

25 მარტი. 2020. 00:05

 

 

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმა ამერიკელებს მოუწოდა, ყური არ უგდონ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამედიცინო რჩევებს.

 

„გთხოვთ, ნუ მიიღებთ სამედიცინო რჩევებს ადამიანისგან, ვინც მზის დაბნელებას პირდაპირ, სათვალის გარეშე უყურებდა“, - დაწერა ჰილარი კლინტონმა Twitter-ზე.

 

საუბარია 2017 წელს მომხდარ მოვლენებზე, როდესაც დონალდ ტრამპი მზის დაბნელებას, მიუხედავად რჩევებისა, დამცავი სათვალის გარეშე უყურებდა. ჰილარი კლინტონი მწვავედ აკრიტიკებს ქმედებებს, რომლებსაც დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კორონავირუსის ეპიდემიის საპასუხოდ იღებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი